Sunday, October 17, 2010

One World Diary - Presentation

   ჩვენი პროექტის პრეზენტაციაზე უნდა მოგიყვეთ. ა, ეს ათი დღე რას ვაკეთებდი?  რა ზუსტად დაგითვლიათ, მართლაც ათი დღე გავიდა 8 ოქტომბრიდან. ახლა რომ მოგიყვეთ, შეიძლება?  :) კარგი, მაშინ დავიწყებ. 
    ეს იყო... თსუ-ს ბიბლიოთეკაში. :) 'მშვიდად' ველოდით 12 საათის მოსვლას. ამ დროისათვის სრულიად ბიბლიოთეკა შეივსო. პრეზენტაციას ესწრებოდნენ თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი _ ირაკლი ბურდული, წარმომადგენლები ლიტვის, ესტონეთისა და  უკრაინის საელჩოებიდან, ასევე გაეროდან.
   პრეზენტაცია მე და ჯაბამ გავხსენით. ამის შემდეგ, ჩემთვის მოულოდნელად, ე.წ. პრეზიდიუმში აღმოვჩნდი ბიჭებთან ერთად :D პროექტს ინლისურ ენაზე ვასკა მიმოიხილავდა, ჯაბა კი ქართულად თარგმნიდა. სიტყვა წარმოსთქვეს ჩვენმა დეკანმა, ელსა საქართველოსა და თვითმართველობის პრეზიდენტებმა _ ირაკლიმ და დაჩიმ :)
    ზუკამ საზეიმოდ გამოაცხადა 10 ქართველი მონაწილის ვინაობა და შეპირებული ვიდეო-რგოლიც გაუშვეს. ვუცქერდი ეკრანს და მახსენდებოდა ყველაფერი: ელსას ოთახში გატარებული ზაფხულის დღეები, ჩემი, ნინისა და სოფოს თავგადასავლები საელჩოებში, ქართველ მონაწილეთა შერჩევა. ოო, ეს იყო ორი უმაგრესი დღე, ამ თემაზე ცალკე დღიურიც კი ალალი იქნებოდა :), უმაგრესი იმიტომ, რომ ბევრი ძალიან ნიჭიერი და საინტერესო ადამიანი ვიხილეთ. მათ იცოდნენ ყველაფერი: უცხო ენები ( თქვენ წარმოიდგინეთ და ჩეჩნურიც კი! ), ცეკვა ( აჭარული, ტექტო, სამბა...) ხატვა და ფოტოშოპში მუშაობა (ზუკაა, რა გამახსენდააა :)) ), რაღა თქმა უნდა, სიმღერა... ამ ყველაფერს ჩვენი ბიჭები ელსას ოთახშივე ამოწმებდნენ, ენების ცოდნას _ ვასკა, ცეკვას _ ჯაბა და ზუკა, სიმღერას _ ყველანი ერთად. :)
   
   გაგვიძნელდა არჩევანის გაკეთება. იყვნენ ისეთები, რომელთა კანდიდატურაზეც შვიდივე ადამიანი ულაპარაკოდ შევთანხმდით, ასევე ისეთებიც, რომელთა არჩევისასაც საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს შორის ხშირად ისმოდა:
   - კი!
   - ა-რა!
   - არა კი არა, კი! :))
   გულწრფელად მიხარია, რომ ძალიან, ძალიან ობიექტურები ვიყავით და საუკეთესოთა შორის საუკეთესონი შევარჩიეთ!
   გასაუბრების მეორე ნაწილი პრეზენტაციის წინა დღეს შედგა და საკმაონდ გვიან დასრულდა. კლიპი იმ ღამესვე გააკეთეს ბიჭებმა და ბევრი ელსა-like მათ, რომ ასეთი ორიგინალური გამოუვიდათ. :*
 
   მთელ მსოფლიოში უულურჯესი ტორტი სპეციალურად 'ერთი მსოფლიოსთვის' შექმნა 'ტკბილმა ქვეყანამ'. :) ზოგი ბუზღუნებდა, ტუჩები გამილურჯდებაო, თუმცა ჭამას მაინც არ წყვეტდა :)), უმეტესობა კი ხალისობდა და გემრიელად მიირთმევდა. :)
   'მაროო, რა საყვარელი იყავიი' , _ მომესმა ჩემი მეგობრების ნაცნობი ხმები :D:D, მე რა შუაში ვარ, პრეზენტაცია როგორი იყო?! :) _ რაც მთავარია, სტუმრებს საელჩოებიდან მოეწონათ და მჭიდრო თანამშრომლობაზე შევთანხმდით. ნოემბერში გაიმართება 'ერთი მსოფლიოს' პირველი ტრენინგი, მონაწილეებს ამის შესახებ წინასწარ შევატყობინებთ.

   მგონი, სიმპათიური პრეზენტაცია გამოვიდა... წინ კი დაპირებული ტრენინგები, სემინარები, ექსკურსიები,  კულტურული საღამოები და ისე საღამოები გველის. :)



Monday, October 11, 2010

Ernest Miller Hemingway - The Old Man At The Bridge (≈1938)

The Old Man At The Bridge
(მოხუცი ხიდთან)


http://soundcloud.com/tomwoodruff/09-round-midnight (თან მოუსმინეთ)



An old man with steel rimmed spectacles and very dusty clothes sat by the side of the road. There was a pontoon bridge across the river and carts, trucks, and men, women and children were crossing it. The mule-drawn carts staggered up the steep bank from the bridge with soldiers helping push against the spokes of the wheels. The trucks ground up and away heading out of it all and the peasants plodded along in the ankle deep dust. But the old man sat there without moving. He was too tired to go any farther. 

Thursday, September 30, 2010

Diary 7

    დღეს ელსელ ციყვებზე (?) უნდა გიამბოთ. :))უკვე რამდენიმე დღე გავიდა იმ ინგლისურენოვანი საღამოდან, თითქოს, არც ვაპირებდი ამის შესახებ დაწერას, მაგრამ გულმა არ მომითმინა,  თანაც, რამდენიმე ადამიანს მაინც გავახარებ და იმ დღის ჩემეულ ინტერპრეტაციას შემოგთავაზებთ ბლოგის ელ.ფურცლებზე. :)
     18:00 საათზე დაიწყო თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის წლევანდელ კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამოს  ჩვენება დიდ ეკრანზე ( მგონი გაუგებრად დავწერე, მოკლედ, ბანკეტის ვიდეოს ვუყურეთ) :D:D:D პრემიერა გახლდათ,  ადგილები _ შეზღუდული და წინასწარ დაჯავშნული, შეკრებილი საზოგადოება _ ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი, სეანსის ტექნიკური უზრუნველყოფა _ ზუკასი, მაყურებელთა განცდები _ განსხვავებული :)), ზოგისთვის ღიმილთან ერთად სინანულის მომგვრელი, ყველასთვის _ სახალისო. უმეტეს მათგანს ეტყობოდა, რომ ენატრებოდა ის დრო და უკვე ზუსტად ვიცოდით, რომ დღის ბოლოს აუცილებლად შეისმებოდა ტკბილი მოგონებების სადღეგრძელო. :)
     გარშემო უხვად ისმოდა ოპერატორის ქებაცა და აუგიც, თუმცა მან ერთი-ორი შესანიშნავი კადრის დაფიქსირების გამო საყოველთაო მოწონება დაიმსახურა და მაგრადაც გაგვამხიარულა.  :)) ჩვენების მიწურულს გაუშვეს ვიდეო-რგოლი, რომელიც მე, პირადად, ძალიან მომეწონა და საერთოდ, საყვარლობა ბანკეტი იყო, ემოციური, თბილი და მრავალფეროვანი, როგორიც თავად ეს კურსი გახლდათ. :) მეტს აღარ დავწერ, რადგან არამგონია, უფრო საინტერესო წასაკითხი იყოს, ვიდრე თავად ვიდეოა. :)
     ბანკეტსეანსის (:D) დროს ზიზი და მისი მეგობარი ეკა შემოგვიერთდნენ, რომელიც, მართალია, ქართველია, მაგრამ დაბადებიდან გერმანიაში ცხოვრობს, ქართულ ენას ახლა სწავლობს და ჩვენს კულტურასაც თანდათან ეცნობა ( ეს ინფორმაცია ეკას მოსვლისთანავე ოპერატიულად მიიღო და მოგვაწოდა ვასილ მანაგაძემ :)) ), ამიტომ სტუმართან ურთიერთობა ინგლისურად დავიწყეთ და მთელი საღამო ასე გავაგრძელეთ.
    ახლა რომ დავწერო, ვუყურეთ ვიდეოს და შემდეგ დავიშალეთ, სახლებში წავიდ-წამოვედით-მეთქი, არც დამიჯერებთ. რა თქმა უნდა, საღამო გაგრძელდა, როგორც აჩიკო იტყოდა: 'სადღაც უდაბურ და გაუვალ ტყეში, სადაც მტაცებელი ციყვები ბინადრობენ' და როგორც კრისტი _ 'ნაციყვარში' :DD როგორც ჩანს, ვიმედოვნებდით, რომ მიუხედავად შეღამებულისა, ეკა შეიგრძნობდა საქართველოს ბუნების მშვენიერებას :)):)))  უცვლელმა თამადამ და მისმა თანამეინახეებმა გადაწყვიტეს, რომ სტუმრისთვის გაეცნოთ, რა არის ნამდვილი ქართული სუფრა, ეს კი შეუძლებელია მამა-პაპური სადღეგრძელოების გარეშე. მართალია, ჩვენს ბიჭებს საუბარი კარგად და საინტერესოდ გამოსდიოდათ, მაგრამ რომელიღაცა მხრიდან მაინც მომესმა რუსთველის ერთ-ერთი ცნობილი აფორიზმი (აბა, თუ მიხვდებით, რომელი ) :D:D:D. ეკასთვის კი ეს ყველაფერი უცხო და სასიამოვნო მოსასმენი იყო,  ქართულ სიმღერასაც ვაზიარეთ, ის კი არა და 'სხვა საქართველო სად არის' მასთან ერთად შევასრულეთ, ელსას ჰიმნებიც ბოლო ხმაზე ვამღერეთ :))მე და ზიზიმ, ორმა ბითლზმოყვარულმა ადამიანმა ერთმანეთი აღმოვაჩინეთ, 'Hey, Jude'  და სხვა სიმღერები გავიხსენეთ, აქ დაიბადა ზიზის იდეაც ბითლზების საღამოს მოწყობასთან დაკავშირებით!  ცეკვაც მოვასწარით წასვლამდე, განსაკუთრებით ენერგიულად მე, თაკომ და ზუკამ :)).
    გამომშვიდობებისას ეკას უკეთეს საღამოებს დავპირდით, პირადად მე მივესალმები მსგავს ინიციატივას, რადგან იმის გარდა, რომ საყვარელ ადამიანებთან ერთად დრო გავატარე, ინგლისური ენის პრაქტიკაც გამომივიდა. :))
    დღევანდელი დღიური მინდა იმ სიტყვებით დავასრულო, რომელსაც ზუკა მთელი საღამოს განმავლობაში მღეროდა და მეც რატომღაც ამეკვიატა: We are your friends, You'll never be alone again. Ooh... come on! Ooh... come on! _ ეს სიტყვები ეკუთვნის ყველა ელსელს, და არამარტო... :)

Wednesday, September 22, 2010

One World Diary 6

    მოგესალმები, მკითხველო. გამარჯობა, აჩიკო :))):))) ( ეს პარსონალური სალამი არ მიწყინოთ, ამით მინდა გამოვხატო მადლიერება ბლოგის განსაკუთრებით ერთგული მკითხველისა და ჩემი გულშემატკივრის მიმართ), ვაქვეყნებ დღიურს, შეგიძლია, კომპიუტერთან მოკალათდე და კითხვას შეუდგე. :)):)
    მსურს, ჩემი ბოლოდროინდელი პასიურობა შეძლებისდაგვარად გამოვისყიდო და გთავაზობთ დღიურს 'ერთ მსოფლიოზე', ელსაზე, ამა წლის 20 სექტემბერზე... :)
    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო, რაც პირდაპირ აისახა ჩევნს ასოციაციაზეც. ელსას კაბინეტს ხალხმრავლობა დაეტყო. უნივერსიტეტში მოდიან პირველკურსელები, ახალი სახეები, ზოგი_ ცოტა დამფრთხალი,ზოგიც _ ზედმეტად თამამი, აქაოდა დამფრთხალი არა ვარო. :) საყვარლები არიან... მახსენდება საკუთარი თავი ერთი წლის წინ... ისინი ელსას კაბინეტსაც სტუმრობენ ინფორმაციის მისაღებად, ასოციაციაში გასაწევრიანებლად. ჯერ მხოლოდ მეორე დღეა სწავლის დაწყებიდან და ცოტა არ იყოს, სასიამოვნად გაოცებული ვარ ასეთი აქტიურობით. როგორც ვხვდები, ეს მეტწილად ელსა საქართველოს პრეზიდენტის_ ირაკლი სამხარაძის სიტყვით გამოსვლის დამსახურება უნდა იყოს პირველკურსელებთან შეხვედრაზე. სამწუხაროდ, ამ გამოსვლას პირადად ვერ დავესწარი, მაგრამ ბევრი მსმენია კი... :)
    რაც შეეხება ჩვენს პროექტს, 'ერთი მსოფლიო' იწყება! მართლა იწყება! :) აპლიკაციები გაგზავნილია, გასაუბრება _ დაგეგმილი. ვეძებთ საუკეთესოებს, საელჩოებიდან ასევე საუკეთესო უცხოელ ახალგაზრდებს გამოგვიგზავნიან. ამ ფაქტს საორგანიზაციო ჯგუფის წევრები აღვნიშნავთ. ერთად ყოფნით უზომოდ გამხიარულებულნი რას აღარ ვაკეთებთ, პირდაპირ საოცრებებს ჩავდივართ! აი, მაგალითად, სულ რაღაც ნახევარ საათში და ბარიდან გაუსვლელად მივდივართ ანაკლიაში ( ამ ანაკლიას ჰო ვერსად გავექეცით :D ), იქ დავყოფთ ერთ კვირას და კვლავ თბილისს ვუბრუნდებით, :)):)) ზუკას კი ასე ნამგზავრსა და შექეიფიანებულს ვუშვებთ ინგლისურის მასწავლებელთან. :)):))
 

     ალბათ, გსმენიათ ე.წ. Elsa spirit- ის შესახებ. ის ყოველთვის არსებობს ელსაში და მის წევრებს შორის, თუმცა ზოგჯერ განსაკუთრებით დიდი დოზით ელსა-ემოცია და ელსა-სითბო გროვდება... ასე იყო 20 სექტემბრის საღამოსაც. ეს დღე მხოლოდ იმით არ გახდა აღსანიშნავი, რომ ჩვენს უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო. ვასკას, ჩვეულებრივ, რაღაც კარგის გაკეთება მოუნდა, :) გადარეკა, გადმორეკა, მიწერა, მოწერა და ელსელებიც შევიკრიბეთ. რა თქმა უნდა, სრულად _ ვერა, მაგრამ ბევრმა მოიყარა თავი ირაკლისთან. ყველაფერი აბსოლუტურად დაუგეგმავად მოხდა, მოკლედ, საღამო-ექსპრომტი შედგა!
    ყველა სადღეგრძელოში თუ მის გარეშე გამოხატავდა თავის სითბოსა და სიყვარულს ერთმანეთის მიმართ, მე კი არც სადღეგრძელოს თქმა მეხერხება და არც _ ხატოვნად ლაპარაკი. მაშინ მითხრეს, რომ, რასაც ვგრძნობდი, უნდა დამეწერა... არ ვიცი, როგორ გამომივა, მაგრამ მეც უნდა დავწერო... უკვე სტაჟიანი ( :) ) ელსელებისთვის, შესაძლოა, ეს ერთი ჩვეულებრივი შეკრება იყო, მაგრამ მე შედარებით ახალი ვარ და ჩემი ემოციურობა უნდა გაიგოთ. :) Elsa spirit-ის დასახასიათებლად სიტყვები არ მყოფნის, არც ეს კლავიატურა მყოფნის. ამას ვერ ახსნი, Elsa spirit თავად უნდა შეიგრძნო. ახალგაზრდა იურისტებს გაგვიმართლა, რომ ამის შესაძლებლობა გვაქვს. ვუსმენდი და ვუცქერდი ამ ადამინებს, ვგრძნობდი, როგორ მიყვარს ისინი. მე მათგან ვსწავლობ, როგორ ისწავლო და იმავდროულად, ბოლომდე გაერთო, როგორ აკეთო საქმე და მიაღწიო წარმატებას,  როგორ გიყვარდეს და დაეხმარო, როგორ დაიმსახურო  და მოიპოვო ნდობა, კეთილგანწყობა... ისინი მაქსიმალურს იღებენ ცხოვრებისგან და მაქსიმალურად იხარჯებიან... აკი, ვთქვი, სიტყვები არ მყოფნის-მეთქი, აქ უნდა დავასრულო... უბრალოდ, იმის თქმა მსურდა, რომ ელსა ჩემი ცხოვრების ნაწილია, ელსელები _ ჩემთვის საყვარელი ადამიანები. :)
      'ერთი მსოფლიოს'  ახალი ამბებით დაგიბრუნდებით, დროებით. :*

Sunday, September 5, 2010

One World Diary 5

  როგორც იქნა, დავუბრუნდი 'ერთი მსოფლიოს' დღიურის ელექტრონულ ფურცლებსა და თქვენ, ჩემო ტკბილო მკითხველო! :)) პირველ რიგში, ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რომ ასე მოულოდნელად, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შეწყდა ახალი დღიურების განთავსება ბლოგზე. ჩემი ბოლო ჩანაწერი გატყობინებდათ, რომ გარკვეული დროით ვერ მოვახერხებდი წერას, რადგან მე (როგორც ზუკა იტყოდა, One world Mose writer-i :D) დროებით ვტოვებდი თბილისს, საორგანიზაციო ჯგუფის სხვა წევრებიც ისვენებდნენ. თუმცა იმის გამო, რომ ჯაბამ ჩემი თხოვნა ჩანაწერის ბლოგზე განთავსების შესახებ არ/ვერ შეასრულა, დღიურმა ინტერნეტ-სინათლე ვერ იხილა, ახლა კი მისი გამოქვეყნება სრულ უაზრობად მიმაჩნია.:)
   1 სექტემბერს 'ერთი მსოფლიოს' საორგანიზაციო ჯგუფი ანახლებს მუშაობას, ანახლებს ენერგიულად, იმედებითა და ახალი იდეებით სავსე. :) მე, თაკომ და ნინიმ, როგორც იქნა, ვიხილეთ მონატრებული ზუკა და ვასკა. სოფო ბათუმშია და 2 სექტემბერს თავის დაბადების დღესაც იქ აღნიშნავს, დღიურის ფურცლებიდან კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო მთელი ჯგუფის სახელით. :)
   მსოფლიო კრიზისისა და ცხელი ზაფხულის პირობებში ძნელი აღმოჩნდა მუშაობა. გარკვეული ფინანსური პრობლემების გამო პროექტის უშუალოდ დაწყება გარკვეული დროით გადაიდო, თუმცა, ლოდინი დიდი ხნით არ მოგიწევთ.
   საორგანიზაციო ჯგუფის თითოეულმა წევრმა მივიღეთ ახალი დავალებები, ვასკას დასვენებულ თავში ახალი იდეები მოდის და მოდის :)) ამის შესახებ შემდეგ დღიურში მოგიყვებით. დღეს კი დაგემშვიდობებით, დროებით. :)

Friday, August 20, 2010

ქართული კინო თანდათან ბრუნდება

წარწერები ჩარჩოში:
`ქართული კინო უცნაური ფენომენია, განსაკუთრებული ფილოსოფიური შუქით მოსილი, მაღალი გემოვნების და ამავე დროს ბავშვურად უცოდველი,~ _
ფედერიკო ფელინი

`ერთი ფილმის შესაქმნელად მილიონი ლარი მიზერული თანხაა, თუმცა კინოცენტრმა რამდენიმე მილიონიც რომ გასცეს, ეს ხარისხიანი ნამუშევრის გარანტია არ იქნება,~ _ ნესტან ნიჟარაძე

Friday, August 13, 2010

One World Diary 4

 სამშაბათია, 10 აგვისტო.. ელსას კაბინეტში საორგანიზაციო ჯგუფის თბილისში დარჩენილი ყველა წევრი ვიყრით თავს. დაცარიელებულ დედაქალაქში სპონსორების ძიებას ჯიუტად ვაგრძელებთ...
   
ჯაბა გამწარებული იღებს მობილურს და ანაკლიაში ბიჭებს ურეკავსგამოვსპონსორდით ამ სპონსორების ძებნაში და თქვენ რას შვრებითო? საქმე იმაშია, რომ ვასკასა და ზუკას იმედი ჰქონდათ, ზოგიერთ მნიშვნელოვან საქმეს იქედანაც მოაგვარებდნენ, თუმცა ინტერნეტის უქონლობის გამო ეს დროულად ვერ მოახერხეს.. :(



One World Diary 3

   მოგესალმებით. რამდენიმე დღეა არაფერი ჩამიწერია ‘ერთი მსოფლიოს’ დღიურში. ამის მიზეზი უმთავრესად კარს მომდგარი შაბათ–კვირა იყო. ვინაიდან დასვენების დღეებში მუშაობა არავის სურს, მომავალ ფინანსურ პარტნიორებთან დაკავშირება და შეხვედრა ორშაბათამდე გადაიდო. თუმცა ამ დროის განმავლობაშიც  ერთი აღსანიშნავი ფაქტი მოხდა: სოფო და თაკო შეხვდნენ საქართველოს ლატარიის კომპანიის მარკეტინგის განყოფილების უფროსს. საქმიანი და ამასთანავე, სასიამოვნო საუბრის შემდეგ გოგოებს დიდი მოლოდინი გაუჩნდათ, რომ GLC ელსას პარტნიორი ნამდვილად გახდება.

Sunday, August 8, 2010

One World Diary 1

  გამარჯობა. :) ელსაბლოგერობასთან ერთად ელსა საქართველოს ახალი პროექტის 'ერთი მსოფლიოს' საორგანიზაციო ჯგუფის წევრიც გახლავართ და მსურს, მოგიყვეთ ყველაფერი იმის შესახებ, თუ როგორ იქმნება პროექტი, როგორ მიდის მოსამზადებელი სამუშაოები, რა საქმეს ვაკეთებთ ჯგუფის წევრები და რითი ვირთობთ თავს, თუ გადავიღალეთ. :) დღეს იყო წევრების პირველი შეკრება სრული შემადგენლობით, ამიტომ დღევანდელი დღით დავიწყებ.. ბატონი ( :) ) ვასილ მანაგაძე, 'ერთი მსოფლიოს' სულისჩამდგმელი ზუკასთან და ჯაბასთან ერთად, გვაცნობდა პროექტის არსს, სტრუქტურას, მოკლედ, ყველაფერს მის შესახებ.

Wednesday, August 4, 2010

One World Diary 2

           მეორედ მოგესალმებით 'ერთი მსოფლიოს' ელექტრონული ფურცლებიდან. :) სამუშაო დღე  საორგანიზაციო ჯგუფის წევრებისთვის კვლავ ელსას კაბინეტიდან იწყება. ერთმანეთს აქ ვხვდებით და ვიცნობ ჯგუფის ახალ წევრ თაკოს.  სულ ხუთნი ვართ:  Jabson &  4G  :) სოფო და  თაკო სიახლეებს აქვეყნებენ  'ერთი მსოფლიოს' გევრდზე  facebook-ში,  მე და ნინი კი  ვსხედვართ მაგიდასთან, ხან ჩვენ წინ  ფურცელს გადავხედავთ, რომელზეც  პოტენციურ სპონსორთა სია  ჩამოუწიკწიკებია ნინის, ხანაც კი _-ერთმანეთს. ჯაბა თავზე დაგვდგომია და  მოთმინებით იცდის, როდის მოვრჩებით სასოწარკვეთას. :))

Monday, August 2, 2010

ერთი მსოფლიო One World

ძვირფასო მკითხველებო,

გაცნობებთ ელსა საქართველოს უახლესი პროექტის შესახებ

Wednesday, July 21, 2010

ელსას ახალმა განზომილებამ...

პოლ ოსტერი - 
ოგი რენის საშობაო ამბავი

















ოგი რენის საშობაო ამბავი

ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ


ეს ამბავი ოგი რენისგან მაქვს მოსმენილი. ოგი აქ მაინცდამაინც ლამაზად არ გამოიყურება, ყოველ შემთხვევაში, ისე არა, თვითონ რომ გაეხარდებოდა, ამიტომ მთხოვა, რომ მისი ნამდვილი სახელი არ გამომეყენებინა. სხვა ყველაფერი, დაკარგული საფულის, ბრმა ქალისა და საშობაო სადილის ამბავი ზუსტად ისე დავტოვე, როგორც თვითონ მომიყვა.

Tuesday, July 20, 2010

მაკინტოში

მაკინტოშის წითელი ვაშლის ჯიშია წითელი და მწვანე კანით, მოტკბო გემოთი და ნაზი, თეთრი რბილობით; მწიფდება გვიან შემოდგომაზე. ტრადიციულად ყველაზე პოპულარული ჯიშია ახალ ინგლისში (აშშ) და კანადაში, განსაკუთრებით ცნობილი თავისი ვარდისფერი ფაფით, რომელსაც გაუთლელი მაკინტოშისგან ამზადებენ. ბევრი მას მიიჩნევს საუკეთესო ჯიშად საჭმელად, ფაფისა და წვენის გამოსაყვანად და ნამცხვრისთვის.

Sunday, July 18, 2010

კინემატოგრაფია გუშინ, დღეს, ხვალ...

სიტყვა კინემატოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს. “Kinematosმოძრაობას ნიშნავს, “graphosკი _ აღწერას. ეს მისი მარტივი განმარტებაა, მაგრამ ამ სიტყვის უკან მრავალი წლის მანძილზე დაგროვებული გამოცდილება, დიდი შრომა და წლების მონაპოვარი დგას. გავიხსენოთ მისი ისტორიული საწყისები და შევეხოთ მის დღევანდელ მდგომარეობას. კინო ხალხს თავდაპირველად ტექნიკურ საოცრებად მოევლინა. ფოტოსურათი, რომელიც მანამადე უძრავად ეკიდა, ამოძრავდა. ხალხის რეაქცია გასაოცარი იყო. მას შემდეგ, რაც მაყურებელმა იხილა ეკრანზე ამოძრავებული მატარებელი, შეშინებულმა, თავის გადარჩენა სცადა.

Sunday, July 11, 2010

მადლობაო:)


მოვედი ერთ დღეს... და აღმოვაჩინე, რომ ვარ ევროპის ნაწილი,
ვიგრძენი, რომ მე შემიძლია ჩამოვყალიბდე პროფესიონალ იურისტად...
და მიმიღეს როგორც დიდი ხნის მეგობარი...
დააფასეს და მოიწონეს ჩემი იდეები...
ტაბახმელაში დამასაჩუქრეს კიდეც :)
ეხლა ბათუმში მივდივარ,

ვიწყებთ! გიხაროდენ!

ცრუმორწმუნე ნამდვილად არ ვარ და ვფიქრობ ბლოგის არაპუნქტუალური სტარტი ვერაფერს დაგვაკლებს. გუშინ ინტერნეტის პრობლემა მქონდა და 10 ივლისს ამის გამო ვერ დავიწყეთ მუშაობა.
დღეს 11 ივლისია და ვიწყებთ!
მადლობა :)

Friday, June 25, 2010

ელსას ახალი განზომილება



ვისაც სურს, მონაწილეობა მიიღოს ბლოგზე პოსტების დაწერაში, დაგვიკავშირდით elsablogger@yahoo.com