Wednesday, September 22, 2010

One World Diary 6

    მოგესალმები, მკითხველო. გამარჯობა, აჩიკო :))):))) ( ეს პარსონალური სალამი არ მიწყინოთ, ამით მინდა გამოვხატო მადლიერება ბლოგის განსაკუთრებით ერთგული მკითხველისა და ჩემი გულშემატკივრის მიმართ), ვაქვეყნებ დღიურს, შეგიძლია, კომპიუტერთან მოკალათდე და კითხვას შეუდგე. :)):)
    მსურს, ჩემი ბოლოდროინდელი პასიურობა შეძლებისდაგვარად გამოვისყიდო და გთავაზობთ დღიურს 'ერთ მსოფლიოზე', ელსაზე, ამა წლის 20 სექტემბერზე... :)
    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო, რაც პირდაპირ აისახა ჩევნს ასოციაციაზეც. ელსას კაბინეტს ხალხმრავლობა დაეტყო. უნივერსიტეტში მოდიან პირველკურსელები, ახალი სახეები, ზოგი_ ცოტა დამფრთხალი,ზოგიც _ ზედმეტად თამამი, აქაოდა დამფრთხალი არა ვარო. :) საყვარლები არიან... მახსენდება საკუთარი თავი ერთი წლის წინ... ისინი ელსას კაბინეტსაც სტუმრობენ ინფორმაციის მისაღებად, ასოციაციაში გასაწევრიანებლად. ჯერ მხოლოდ მეორე დღეა სწავლის დაწყებიდან და ცოტა არ იყოს, სასიამოვნად გაოცებული ვარ ასეთი აქტიურობით. როგორც ვხვდები, ეს მეტწილად ელსა საქართველოს პრეზიდენტის_ ირაკლი სამხარაძის სიტყვით გამოსვლის დამსახურება უნდა იყოს პირველკურსელებთან შეხვედრაზე. სამწუხაროდ, ამ გამოსვლას პირადად ვერ დავესწარი, მაგრამ ბევრი მსმენია კი... :)
    რაც შეეხება ჩვენს პროექტს, 'ერთი მსოფლიო' იწყება! მართლა იწყება! :) აპლიკაციები გაგზავნილია, გასაუბრება _ დაგეგმილი. ვეძებთ საუკეთესოებს, საელჩოებიდან ასევე საუკეთესო უცხოელ ახალგაზრდებს გამოგვიგზავნიან. ამ ფაქტს საორგანიზაციო ჯგუფის წევრები აღვნიშნავთ. ერთად ყოფნით უზომოდ გამხიარულებულნი რას აღარ ვაკეთებთ, პირდაპირ საოცრებებს ჩავდივართ! აი, მაგალითად, სულ რაღაც ნახევარ საათში და ბარიდან გაუსვლელად მივდივართ ანაკლიაში ( ამ ანაკლიას ჰო ვერსად გავექეცით :D ), იქ დავყოფთ ერთ კვირას და კვლავ თბილისს ვუბრუნდებით, :)):)) ზუკას კი ასე ნამგზავრსა და შექეიფიანებულს ვუშვებთ ინგლისურის მასწავლებელთან. :)):))
 

     ალბათ, გსმენიათ ე.წ. Elsa spirit- ის შესახებ. ის ყოველთვის არსებობს ელსაში და მის წევრებს შორის, თუმცა ზოგჯერ განსაკუთრებით დიდი დოზით ელსა-ემოცია და ელსა-სითბო გროვდება... ასე იყო 20 სექტემბრის საღამოსაც. ეს დღე მხოლოდ იმით არ გახდა აღსანიშნავი, რომ ჩვენს უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო. ვასკას, ჩვეულებრივ, რაღაც კარგის გაკეთება მოუნდა, :) გადარეკა, გადმორეკა, მიწერა, მოწერა და ელსელებიც შევიკრიბეთ. რა თქმა უნდა, სრულად _ ვერა, მაგრამ ბევრმა მოიყარა თავი ირაკლისთან. ყველაფერი აბსოლუტურად დაუგეგმავად მოხდა, მოკლედ, საღამო-ექსპრომტი შედგა!
    ყველა სადღეგრძელოში თუ მის გარეშე გამოხატავდა თავის სითბოსა და სიყვარულს ერთმანეთის მიმართ, მე კი არც სადღეგრძელოს თქმა მეხერხება და არც _ ხატოვნად ლაპარაკი. მაშინ მითხრეს, რომ, რასაც ვგრძნობდი, უნდა დამეწერა... არ ვიცი, როგორ გამომივა, მაგრამ მეც უნდა დავწერო... უკვე სტაჟიანი ( :) ) ელსელებისთვის, შესაძლოა, ეს ერთი ჩვეულებრივი შეკრება იყო, მაგრამ მე შედარებით ახალი ვარ და ჩემი ემოციურობა უნდა გაიგოთ. :) Elsa spirit-ის დასახასიათებლად სიტყვები არ მყოფნის, არც ეს კლავიატურა მყოფნის. ამას ვერ ახსნი, Elsa spirit თავად უნდა შეიგრძნო. ახალგაზრდა იურისტებს გაგვიმართლა, რომ ამის შესაძლებლობა გვაქვს. ვუსმენდი და ვუცქერდი ამ ადამინებს, ვგრძნობდი, როგორ მიყვარს ისინი. მე მათგან ვსწავლობ, როგორ ისწავლო და იმავდროულად, ბოლომდე გაერთო, როგორ აკეთო საქმე და მიაღწიო წარმატებას,  როგორ გიყვარდეს და დაეხმარო, როგორ დაიმსახურო  და მოიპოვო ნდობა, კეთილგანწყობა... ისინი მაქსიმალურს იღებენ ცხოვრებისგან და მაქსიმალურად იხარჯებიან... აკი, ვთქვი, სიტყვები არ მყოფნის-მეთქი, აქ უნდა დავასრულო... უბრალოდ, იმის თქმა მსურდა, რომ ელსა ჩემი ცხოვრების ნაწილია, ელსელები _ ჩემთვის საყვარელი ადამიანები. :)
      'ერთი მსოფლიოს'  ახალი ამბებით დაგიბრუნდებით, დროებით. :*

17 comments:

  1. მარი მიყვარხააააააააააააააააააააააააააარ! go go Mose, your Jaba is chearing for UUUUU :D

    ReplyDelete
  2. :D:D:D:D mose araaa :)):))) gadatargmne es exla da i'll be chearing for u too :))

    ReplyDelete
  3. ui ase ar icereba chear exla mivxvdi, asea cheer :D:D:D:D

    ReplyDelete
  4. ოთასი... ბრავო.. ძაან მაგარი ხარ :) თვალს გადავავლებთქო და სანამ ბოლ ოწერტილამდე არ მივედი თვალი ვერ მოვწყვიტე :)

    ReplyDelete
  5. :)) ოთასი მალე ისეთი უნდა დავწერო ორჯერ და სამჯერ რომ მოგინდეს წაკითხვააა :)):))

    ReplyDelete
  6. მე ვამაყობ თქვენით, ოღონდ მართლა, არ ვხუმრობ:) მარი ძალიან მაგარი ხარ!!!!!!!:* (ეხლა იმტვრიეთ თავი ვინ ვარ):))

    ReplyDelete
  7. ვინც არ უნდა იყო, დიდი მადლობა :)

    ReplyDelete
  8. მარიიი, გენიალური ხარ! შენ ეს დღე დაუვიწყარ და უძვირფასეს მოგონებად აქციე. პ.ს. ყველას გელით ჩემთან კიდევ უფრო მაგარი საღამოების მოსაწყობად:)

    ELSAfully Yours, Irakli Samkharadze

    ReplyDelete
  9. იკა, მადლობა :) უამრავი ელსა–ემოცია და ელსა–სითბო შეენ :)):)))

    ReplyDelete
  10. Mari, rogorc yoveltvis ganumeorebeli postia, shen stils ar galatob :))dzalian magari wasakitxia, yochag:)marto am statiebis gamo girs elsas blogze shemosvla

    sheni ertguli mkitxveli :))
    ase gaagrdzele

    ReplyDelete
  11. didi madloba achikoo! (elsa-kiss) (elsa-kiss) :)):)))

    ReplyDelete
  12. Dzaaaaan momwons terminebi: Uamravi ELSA-Emocia, ELSA-Kiss etc...

    ReplyDelete
  13. მეც მომწონს და თანდათან დავამკვიდროთ პრაქტიკაშიი :))

    ReplyDelete