Sunday, September 5, 2010

One World Diary 5

  როგორც იქნა, დავუბრუნდი 'ერთი მსოფლიოს' დღიურის ელექტრონულ ფურცლებსა და თქვენ, ჩემო ტკბილო მკითხველო! :)) პირველ რიგში, ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რომ ასე მოულოდნელად, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შეწყდა ახალი დღიურების განთავსება ბლოგზე. ჩემი ბოლო ჩანაწერი გატყობინებდათ, რომ გარკვეული დროით ვერ მოვახერხებდი წერას, რადგან მე (როგორც ზუკა იტყოდა, One world Mose writer-i :D) დროებით ვტოვებდი თბილისს, საორგანიზაციო ჯგუფის სხვა წევრებიც ისვენებდნენ. თუმცა იმის გამო, რომ ჯაბამ ჩემი თხოვნა ჩანაწერის ბლოგზე განთავსების შესახებ არ/ვერ შეასრულა, დღიურმა ინტერნეტ-სინათლე ვერ იხილა, ახლა კი მისი გამოქვეყნება სრულ უაზრობად მიმაჩნია.:)
   1 სექტემბერს 'ერთი მსოფლიოს' საორგანიზაციო ჯგუფი ანახლებს მუშაობას, ანახლებს ენერგიულად, იმედებითა და ახალი იდეებით სავსე. :) მე, თაკომ და ნინიმ, როგორც იქნა, ვიხილეთ მონატრებული ზუკა და ვასკა. სოფო ბათუმშია და 2 სექტემბერს თავის დაბადების დღესაც იქ აღნიშნავს, დღიურის ფურცლებიდან კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო მთელი ჯგუფის სახელით. :)
   მსოფლიო კრიზისისა და ცხელი ზაფხულის პირობებში ძნელი აღმოჩნდა მუშაობა. გარკვეული ფინანსური პრობლემების გამო პროექტის უშუალოდ დაწყება გარკვეული დროით გადაიდო, თუმცა, ლოდინი დიდი ხნით არ მოგიწევთ.
   საორგანიზაციო ჯგუფის თითოეულმა წევრმა მივიღეთ ახალი დავალებები, ვასკას დასვენებულ თავში ახალი იდეები მოდის და მოდის :)) ამის შესახებ შემდეგ დღიურში მოგიყვებით. დღეს კი დაგემშვიდობებით, დროებით. :)

No comments:

Post a Comment