Thursday, September 30, 2010

Diary 7

    დღეს ელსელ ციყვებზე (?) უნდა გიამბოთ. :))უკვე რამდენიმე დღე გავიდა იმ ინგლისურენოვანი საღამოდან, თითქოს, არც ვაპირებდი ამის შესახებ დაწერას, მაგრამ გულმა არ მომითმინა,  თანაც, რამდენიმე ადამიანს მაინც გავახარებ და იმ დღის ჩემეულ ინტერპრეტაციას შემოგთავაზებთ ბლოგის ელ.ფურცლებზე. :)
     18:00 საათზე დაიწყო თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის წლევანდელ კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამოს  ჩვენება დიდ ეკრანზე ( მგონი გაუგებრად დავწერე, მოკლედ, ბანკეტის ვიდეოს ვუყურეთ) :D:D:D პრემიერა გახლდათ,  ადგილები _ შეზღუდული და წინასწარ დაჯავშნული, შეკრებილი საზოგადოება _ ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი, სეანსის ტექნიკური უზრუნველყოფა _ ზუკასი, მაყურებელთა განცდები _ განსხვავებული :)), ზოგისთვის ღიმილთან ერთად სინანულის მომგვრელი, ყველასთვის _ სახალისო. უმეტეს მათგანს ეტყობოდა, რომ ენატრებოდა ის დრო და უკვე ზუსტად ვიცოდით, რომ დღის ბოლოს აუცილებლად შეისმებოდა ტკბილი მოგონებების სადღეგრძელო. :)
     გარშემო უხვად ისმოდა ოპერატორის ქებაცა და აუგიც, თუმცა მან ერთი-ორი შესანიშნავი კადრის დაფიქსირების გამო საყოველთაო მოწონება დაიმსახურა და მაგრადაც გაგვამხიარულა.  :)) ჩვენების მიწურულს გაუშვეს ვიდეო-რგოლი, რომელიც მე, პირადად, ძალიან მომეწონა და საერთოდ, საყვარლობა ბანკეტი იყო, ემოციური, თბილი და მრავალფეროვანი, როგორიც თავად ეს კურსი გახლდათ. :) მეტს აღარ დავწერ, რადგან არამგონია, უფრო საინტერესო წასაკითხი იყოს, ვიდრე თავად ვიდეოა. :)
     ბანკეტსეანსის (:D) დროს ზიზი და მისი მეგობარი ეკა შემოგვიერთდნენ, რომელიც, მართალია, ქართველია, მაგრამ დაბადებიდან გერმანიაში ცხოვრობს, ქართულ ენას ახლა სწავლობს და ჩვენს კულტურასაც თანდათან ეცნობა ( ეს ინფორმაცია ეკას მოსვლისთანავე ოპერატიულად მიიღო და მოგვაწოდა ვასილ მანაგაძემ :)) ), ამიტომ სტუმართან ურთიერთობა ინგლისურად დავიწყეთ და მთელი საღამო ასე გავაგრძელეთ.
    ახლა რომ დავწერო, ვუყურეთ ვიდეოს და შემდეგ დავიშალეთ, სახლებში წავიდ-წამოვედით-მეთქი, არც დამიჯერებთ. რა თქმა უნდა, საღამო გაგრძელდა, როგორც აჩიკო იტყოდა: 'სადღაც უდაბურ და გაუვალ ტყეში, სადაც მტაცებელი ციყვები ბინადრობენ' და როგორც კრისტი _ 'ნაციყვარში' :DD როგორც ჩანს, ვიმედოვნებდით, რომ მიუხედავად შეღამებულისა, ეკა შეიგრძნობდა საქართველოს ბუნების მშვენიერებას :)):)))  უცვლელმა თამადამ და მისმა თანამეინახეებმა გადაწყვიტეს, რომ სტუმრისთვის გაეცნოთ, რა არის ნამდვილი ქართული სუფრა, ეს კი შეუძლებელია მამა-პაპური სადღეგრძელოების გარეშე. მართალია, ჩვენს ბიჭებს საუბარი კარგად და საინტერესოდ გამოსდიოდათ, მაგრამ რომელიღაცა მხრიდან მაინც მომესმა რუსთველის ერთ-ერთი ცნობილი აფორიზმი (აბა, თუ მიხვდებით, რომელი ) :D:D:D. ეკასთვის კი ეს ყველაფერი უცხო და სასიამოვნო მოსასმენი იყო,  ქართულ სიმღერასაც ვაზიარეთ, ის კი არა და 'სხვა საქართველო სად არის' მასთან ერთად შევასრულეთ, ელსას ჰიმნებიც ბოლო ხმაზე ვამღერეთ :))მე და ზიზიმ, ორმა ბითლზმოყვარულმა ადამიანმა ერთმანეთი აღმოვაჩინეთ, 'Hey, Jude'  და სხვა სიმღერები გავიხსენეთ, აქ დაიბადა ზიზის იდეაც ბითლზების საღამოს მოწყობასთან დაკავშირებით!  ცეკვაც მოვასწარით წასვლამდე, განსაკუთრებით ენერგიულად მე, თაკომ და ზუკამ :)).
    გამომშვიდობებისას ეკას უკეთეს საღამოებს დავპირდით, პირადად მე მივესალმები მსგავს ინიციატივას, რადგან იმის გარდა, რომ საყვარელ ადამიანებთან ერთად დრო გავატარე, ინგლისური ენის პრაქტიკაც გამომივიდა. :))
    დღევანდელი დღიური მინდა იმ სიტყვებით დავასრულო, რომელსაც ზუკა მთელი საღამოს განმავლობაში მღეროდა და მეც რატომღაც ამეკვიატა: We are your friends, You'll never be alone again. Ooh... come on! Ooh... come on! _ ეს სიტყვები ეკუთვნის ყველა ელსელს, და არამარტო... :)

7 comments:

  1. mari, shen gadaxvedi me-2 turshi :)magari statiaa.

    ReplyDelete
  2. haha gaxsvos im dghes mag sityvebs veubnebodit sadghegrdzeloebis dros xaxls :D:D:D madloba :* uuertgulesi xar :D

    ReplyDelete
  3. Mariiii, magizheb me shen :*:*:* Usayvarlesi da ukompetenturesi xar... Chveni new Star :))) Gkocni umaravs, miyvarxaaar :)))

    ReplyDelete
  4. mec dzaliaan! ika shen akldi samcxuarod am saghamos :( da rac shevdzeli mogiyeviii :) madloba, gkocniii :*

    ReplyDelete
  5. exla 8 oqtomberia. 13:00.
    sul axlaxans dasrulda erti msoflios presentacia.
    xalxi chams.
    me, dimitri da is, demetre, vsxedvart im leptoptan romlitac gaushves saprezentacio video da gvixaria.

    One World-i chveni tantia!

    ReplyDelete
  6. ეხლა 8 ოქტომბერია. 13:00.
    სულ ახლახანს დასრულდა ერთი მსოფლიოს პრეზენტაცია.
    ხალხი ჭამს.
    მე, დიმიტრი და ის, დემეტრე ვსხედვართ იმ ლეპტოპთან რომლითაც გაუშვეს საპრეზენტაციო ვიდეო და გვიხარია.

    One World-ი ჩვენი თანთია!

    ReplyDelete
  7. უიჰ, ახლა ვნახე ეს კომენტარიიი... მაპატიეთ რომ პრეზენტაციაზე აქამდე ვერ შემოგთავაზეთ დღიური, აუცილებლად დავწერ:)

    ReplyDelete