Sunday, July 18, 2010

კინემატოგრაფია გუშინ, დღეს, ხვალ...

სიტყვა კინემატოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს. “Kinematosმოძრაობას ნიშნავს, “graphosკი _ აღწერას. ეს მისი მარტივი განმარტებაა, მაგრამ ამ სიტყვის უკან მრავალი წლის მანძილზე დაგროვებული გამოცდილება, დიდი შრომა და წლების მონაპოვარი დგას. გავიხსენოთ მისი ისტორიული საწყისები და შევეხოთ მის დღევანდელ მდგომარეობას. კინო ხალხს თავდაპირველად ტექნიკურ საოცრებად მოევლინა. ფოტოსურათი, რომელიც მანამადე უძრავად ეკიდა, ამოძრავდა. ხალხის რეაქცია გასაოცარი იყო. მას შემდეგ, რაც მაყურებელმა იხილა ეკრანზე ამოძრავებული მატარებელი, შეშინებულმა, თავის გადარჩენა სცადა.
ეს იყო 1895 წლის 28დეკემბერს, როდესაც ოგიუსტ და ლუი ლუმიერებმა გაცოცხლებული ფოტოგრაფია მაყურებელს წარუდგინეს პარიზში, კაპუცინების ბულვარზე მდებარეგრან კაფესსაბილიარდოში, რომელსაცინდური სალონიეწოდებოდა. პირველი სეანსი სულ ოცი წუთი გრძელდებოდა. მაყურებელმა იხილა დღეისათვის სახელგანთქმული ფილმები: “კედელი”, “მატარებლისშემოსვლა”, “მუშების გამოსვლა ლუმიერების ფაბრიკიდან”, “ბავშვის საუზმედაგაწუწული მებაღე”. დროთა განმავლობაშიმუნჯმა გოლიათმა” (ლუმიერების უხმო კინოს სწორედ ასე მოიხსენიებდნენ) ასპარეზი მსოფლიო კინოს ისეთ შედევრებს დაუთმო როგორებიცაამამაცი გული”, “კლეოპატრადა კიდევ მრავალი სხვა. კინემატოგრაფიამ უფრო დიდი ადგილი დაიკავა მსოფლიო ასპარეზზე, ვიდრეამას უწინ ვინმე წარმოიდგენდა: იგი იქცა ხელოვნებად. ქვეყნის ჭირ-ვარამი,ხალხის განცდა, ტკივილი თუ სიხარული მასში აისახებოდა. კინემატოგრაფია საზოგადოების ერთგვარ სარკედაც კი იქცა, რომელიც განსაზღვრავდა კიდეც მისი კულტურული განვითარების დონეს. მე-20 საუკუნის დასაწყისში ფეხი აიდგა ქართულმა კინემატოგრაფიამაც. მისი პროდუქცია თავდაპირველად მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენებითშემოიფარგლა. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ვასილი ამაშუკელისაკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში” (1912.), რომელიც თვითმყოფადი ეროვნული ნიშნებით ხასიათდება და ცნობილი კინოკრიტიკოსის ჟორჟ სადულის სიტყვით `მსოფლიო დოკუმენტალური კინოს ერთ ერთ უძლიერეს ნაწარმოებს წარმოადგენს.~ იგი დოკუმენტური ფილმების კინოს ფონდში შევიდა. ამავე პერიოდში საფუძველი ჩაეყარა ქართულ მხატვრულ ფილმსაც, რომელიც იმთავითვე მაღალი მორალური პრინციპებითა და დემოკრატიზმით ხასიათდებოდა. ერთ-ერთი პირველი ქართული მხატვრული ფილმი იყოალექსანდრე წუწუნავასქრისტინე” (ლომაშვილი, 2002, 118) . კინომ დიდი ადგილი დაიკავა ხალხის ცხოვრებაში. იგი არ იყო მხოლოდ ცივილიზაციის საზომი და კულტურული გავითარებულობის მაჩვენებელი, მას სხვაგვარი დატვირთვაც მიეცა. კინოს მეშვეობით ხალხი ამბობდა იმას, რისთქმასაც იგი ვერასდროს გაბედავდა ან უბრალოდ არ მისცემდნენ მისიგამოთქმის საშუალებას. გავიხსენოთ საბჭოთა პერიოდი. მკაცრი ცენზურა შეუბრალებლად ჩეხდა ქართული კინოს შედევრებს, ანაწევრებდა პერიოდულ გამოცემებს. საზოგადოებაში არსებობდა საინფორმაციო ვაკუუმი, რომელიც სასწრაფო შევსებას საჭიროებდა. ამიტომაც ქართული კინემატოგრაფია იმთავითვე ეროვნული მოძრაობის სამსახურში ჩადგა. ამ დროს ქართველი რეჟისორები, შექმნილი მდგომარეობით შეშფოთებულნი, თავიანთ სათქმელს,გულის ტკივილს კინოს მეშვეობით გამოხატავდნენ. ამის მაგალითად შემიძლიადავასახელო ქართული კინოს შედევრიმონანიება”. გაკვირვებით წარმოთქმული სიტყვებიეს გზა ტაძრამდე მიმიყვანს?” ნათლად გამოხატავს შექმნილი მდგომარეობის სიავეს და ჭეშმარიტი გზის პოვნის აუცილებლობას.თავად რეჟისორიც კი გაოცებული იყო იმით, რომ ასეთი თამამი განაცხადის შემდეგ დატოვეს ციხის კედლებს მიღმა და არ არგუნეს მრავალი ჩვენი პროგრესულად მოაზროვნე თანამემამულის ბედი. ქართული კინო უცნაური ფენომენია, განსაკუთრებული ფილოსოფიური შუქითმოსილი, მაღალი გემოვნების და ამავე დროს ბავშვურად უცოდველი,~ _განაცხადა ფედერიკო ფელინიმ. ეს გამოუცნობი, სხივმოსილი ფენომენი კეთილსინდისიერად ემსახურა ხალხს გაჭირვების ჟამს და მაშინ, როდესაც მისი ხიბლი კიდევ უფრო უნდა გაზრდილიყო, ქართულმა კინომ დაკარგა თავისი ღირებულება. კითხვაზერატომ? “ დღეს გაგცემენ პასუხს: რას ვიზამთ,ყველა კაშკაშა ვარსკვლავი, რომელიც სიდიადეს ანიჭებდა ქართულ კინოს,ჩაქრა. აღარ გვყავს დოდო აბაშიძე, ნატო ვაჩნაძე, სოფიკო ჭიაურელი და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი ნიჭიერი მსახიობი. მაგრამ ეს არ არის ამ კითხვის პასუხი. იგი ფინანსურ საკითხებს უკავშირდება. თუმცა კრიტიკოს ნესტან ნიჟარაძეს მცირე ბიუჟეტით სავსებით შესაძლებლად მიაჩნია მაღალი ხარისხისკინოს გადაღება და ამის მაგალითად გერმანული ნამუშევარი `სხვათასიცოცხლე~ მოჰყავს. `პრობლემა ისაა, რომ საქართველოში კარგს არავინარაფერს აკეთებს!~ _ ამბობს იგი. შევეცდები გავარკვიო ამის რეალური მიზეზი. საზღვარგარეთ დღესდღეობით ქართველები მსოფლიო კლასის ფილმებს იღებენ. ასეთია, მაგალითად, ოთარ იოსელიანი, რომელიც 1982 წელსსაფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. ნანა ჯორჯაძის `შეყვარებულიკულინარის ათას ერთი რეცეპტი~ 1997 წელს ოსკარის ნომინაციაზე იყოწარდგენილი, როგორც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი. გელა ბაბლუანისფილმმა `ცამეტი~, რომელიც მისი სარეჟისორო დებიუტი იყო, 2006 წელს სანდენსის ფესტივალზე მსოფლიოს კინო-ჟიურის პრიზი დაიმსახურა. მაშ პრობლემა ნიჭში კი არა, ქართული კინოსადმი არასწორ მიდგომაშია, რომელმაც რეჟისორთა ნაწილი აიძულა მიეტოვებინათ თავიანთი მიწა-წყალი და სხვა ქვეყანაში ეძიათ ადგილი საკუთარი ნიჭის გამოსავლენად. ქართული კინემატოგრაფიის პრობლემებზე ვსაუბრობ, მაგრამ მსოფლიო ასპარეზზე არსებული მდგომრეობაც არ უნდა დავივიწყოთ. 1926 წლის 16 მაისს რუზველთ ჰოტელში ჰოლივუდის კინო აკადემიის დაჯილდოვების პირველი ცერემონიალი გაიმართა. დასწრების ფასი ხუთიდოლარი იყო, მონაწილე კი _ მხოლოდ ორას ორმოცდაათი ადამიანი. მასშემდეგ კინოფესტივალებმა სახე იცვალეს, მაგრამ უფრო დაიხვეწა თუ არა, ესთავად განსაჯეთ. მე კი ერთს ვიტყვი, რომ თუ ადრე კინოფესტივალებზე რეჟისორები ცდილობდნენ, საზოგადოებისათვის თავი კარგი ფილმებითდაემახსოვრებინათ, დღეს მდგომარეობა მკვეთრადაა შეცვლილი. კვენტინ ტარანტინომ, თავი რომ გამოეჩინა, ცეკვით ლამის გული ამოიგდო 2009 წლის კანის კინო ფესტივალზე. მსახიობები საზოგადოებაზე შთაბეჭდილების მოხდენას ვიზუალური ეფექტით ცდილობდნენ. ლარს ვონ ტრიერიმ კი ყველა ჯოჯოხეთური სცენა, რომელიც ხანგრძლივი ავადმყოფობის მანძილზე თავშიმოუვიდა ან სიზმრად ნახა, ერთ სრულმეტრაჟიან სურათად აქცია თავისანტიქრისტეშიდა განაცხადა, რომ ის სამყაროს საუკეთესო რეჟისორია. სწორედ აღნიშნული მდგომარეობის გაცნობიერების შემდეგ წარმოთქვა ბერხარდ ლაინციმ ტკივილნარევი სიტყვები: “მივხვდი, გზაზედამდგარი პატარა ჩარლი უკან აღარ დაბრუნდება!”
© თამთა ბერიკელაშვილი. 2010

ოგიუსტ და ლუი ლუმიერები


6 comments:

  1. Grandissimo!

    კარგი სტატიაა!
    პარიზში მეოცე საუკუნის 20იანი წლების დასაწყისში ჩატარდა დიდი კონფერენცია და მეჯლისი, რომელიც მიეძვნა კინემატოგრაფის გამოგონებას! დარბაზის კუთხეში მოხუცი კაცი მიყუჟულიყო და ხმას არ იღებდა. მასთან მივიდნენ მეჯლისის მესვეურები და უკმეხად ჰკითხეს,თუ რა ესაქმებოდა მას იქ და რა გვარისა იყო!
    მოხუცმა მიუგო: ჩემი გვარია ლუმიერი! სხვათაშორის, კინო მე გამოვიგონე!

    P.S. ორგანიზატორებს დავიწყებოდათ ცოცხალი ლუმიერის მოწვევა! ასეც ექცევიან ლეგენდებს!

    ReplyDelete
    Replies
    1. 4 წლის შემდეგ გწერ...
      ძალიან საინტერესო ფაქტია დიმიტრი. ადამიანი რომელმაც კინო გამოიგონა არასასურველი სტუმარი აღმოჩნდა აღნიშნულ საღამოზე... დასანანია... თუმცა მსგავსი ფაქტები ბევრია...

      Delete
  2. დიმიტრი, მადლობა რომ ქართულ ანბანს იყენებ. ხშირად გვეწვიე. ეს ბლოგი შენიცაა.

    ReplyDelete
  3. მადლობა ფარნავაზს და ილიას! :)

    ReplyDelete
  4. ძალიან დამეხმარა ბევრი რამის გარკვევაში :)

    ReplyDelete