გაცნობებთ ელსა საქართველოს უახლესი პროექტის შესახებ
"ერთი მსოფლიო"(”One World”), რომლის ფარგლებშიც მოხდება უცხოელი და საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდებს შორის კულტურული და მეგობრული კავშირების დამყარება.
პროექტი განხორციელდება თბილისში და ის ითვალისწინებს ელსა საქართველოსა და საქართველოში მყოფი დიპლომატიური კორპუსის მჭიდრო თანამშრომლობის გზით, საქართველოში მცხოვრებ უცხოელ და საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდებს შორის კულტურული კავშირების დამყარებას, მათ შორის მეგობრობის გაღვივებას და აგრეთვე ახალი იდეებისა და მოტივაციის გენერირებას სამომა ვლოდ კავშირების გამყარებასა და კულტურეული თანამშრომლობისთვის. ამ მიზნების მისაღწევად შედგება 30 კაციანი სემინარის ჯგუფები. ჯგუფები დაკომპლექტდება 10 ქართველი ახალგაზრდისა და 20 უცხოელი ახალგაზრდისაგან. სემინარები ითვალისწინებს მონაწილეთა კულტურულ-შემოქმედებითი და მეგობრული კავშირების დასამყარებლად 31 ღონისძიებას, მათ შორის: გუნდური მუშაობის, გადაწყვეტილების ერთობლივად მიღების ტრენინგებს, კულტურულ საგამოებს, პროექტის დაგეგმარებისა და წერის, საზოგადაობასთნ ურთიერთობისა და ფონდების მოძიების ტრენინგებს.
პროექთის პარტნიორ თითოეულ ქვეყნის საელჩოს მიეცემა საშუალება მონაწილეებს გააცნონ მათი ქვეყნის საქართველოსთან კულტურული თანამშრომლობისა და დაახლოებისთვის განსაზღვრული სტრატეგიისა და უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. არაფორმალური განათლების ეს კურსი აგრეთვე ითვალისწინებს მონაწილეების მიერ გენერირებული ახალი იდეების პრეზენტაციას, ხოლო მონაწილეებს საუკეთესო იდეებისთვის ფონდების მოძიებასა და განხორციელებაში მხარდაჭერ ას გაუწევს ელსა საქართველო. სემინარების ეს კურსი თითოეული სასემინარო ჯგუფისთვის შეადგენს ერთ თვეს . კურსის დასრულების შემდგომ თითოეულმონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატები.
იმედია კარგ შედეგს მივაღწევთ;)
ReplyDeleteimedia?? O_o
ReplyDelete