ჩვენი პროექტის პრეზენტაციაზე უნდა მოგიყვეთ. ა, ეს ათი დღე რას ვაკეთებდი? რა ზუსტად დაგითვლიათ, მართლაც ათი დღე გავიდა 8 ოქტომბრიდან. ახლა რომ მოგიყვეთ, შეიძლება? :) კარგი, მაშინ დავიწყებ.
ეს იყო... თსუ-ს ბიბლიოთეკაში. :) 'მშვიდად' ველოდით 12 საათის მოსვლას. ამ დროისათვის სრულიად ბიბლიოთეკა შეივსო. პრეზენტაციას ესწრებოდნენ თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი _ ირაკლი ბურდული, წარმომადგენლები ლიტვის, ესტონეთისა და უკრაინის საელჩოებიდან, ასევე გაეროდან.
პრეზენტაცია მე და ჯაბამ გავხსენით. ამის შემდეგ, ჩემთვის მოულოდნელად, ე.წ. პრეზიდიუმში აღმოვჩნდი ბიჭებთან ერთად :D პროექტს ინლისურ ენაზე ვასკა მიმოიხილავდა, ჯაბა კი ქართულად თარგმნიდა. სიტყვა წარმოსთქვეს ჩვენმა დეკანმა, ელსა საქართველოსა და თვითმართველობის პრეზიდენტებმა _ ირაკლიმ და დაჩიმ :)
ზუკამ საზეიმოდ გამოაცხადა 10 ქართველი მონაწილის ვინაობა და შეპირებული ვიდეო-რგოლიც გაუშვეს. ვუცქერდი ეკრანს და მახსენდებოდა ყველაფერი: ელსას ოთახში გატარებული ზაფხულის დღეები, ჩემი, ნინისა და სოფოს თავგადასავლები საელჩოებში, ქართველ მონაწილეთა შერჩევა. ოო, ეს იყო ორი უმაგრესი დღე, ამ თემაზე ცალკე დღიურიც კი ალალი იქნებოდა :), უმაგრესი იმიტომ, რომ ბევრი ძალიან ნიჭიერი და საინტერესო ადამიანი ვიხილეთ. მათ იცოდნენ ყველაფერი: უცხო ენები ( თქვენ წარმოიდგინეთ და ჩეჩნურიც კი! ), ცეკვა ( აჭარული, ტექტო, სამბა...) ხატვა და ფოტოშოპში მუშაობა (ზუკაა, რა გამახსენდააა :)) ), რაღა თქმა უნდა, სიმღერა... ამ ყველაფერს ჩვენი ბიჭები ელსას ოთახშივე ამოწმებდნენ, ენების ცოდნას _ ვასკა, ცეკვას _ ჯაბა და ზუკა, სიმღერას _ ყველანი ერთად. :)
გაგვიძნელდა არჩევანის გაკეთება. იყვნენ ისეთები, რომელთა კანდიდატურაზეც შვიდივე ადამიანი ულაპარაკოდ შევთანხმდით, ასევე ისეთებიც, რომელთა არჩევისასაც საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს შორის ხშირად ისმოდა:
- კი!
- ა-რა!
- არა კი არა, კი! :))
გულწრფელად მიხარია, რომ ძალიან, ძალიან ობიექტურები ვიყავით და საუკეთესოთა შორის საუკეთესონი შევარჩიეთ!
გასაუბრების მეორე ნაწილი პრეზენტაციის წინა დღეს შედგა და საკმაონდ გვიან დასრულდა. კლიპი იმ ღამესვე გააკეთეს ბიჭებმა და ბევრი ელსა-like მათ, რომ ასეთი ორიგინალური გამოუვიდათ. :*
მთელ მსოფლიოში უულურჯესი ტორტი სპეციალურად 'ერთი მსოფლიოსთვის' შექმნა 'ტკბილმა ქვეყანამ'. :) ზოგი ბუზღუნებდა, ტუჩები გამილურჯდებაო, თუმცა ჭამას მაინც არ წყვეტდა :)), უმეტესობა კი ხალისობდა და გემრიელად მიირთმევდა. :)
'მაროო, რა საყვარელი იყავიი' , _ მომესმა ჩემი მეგობრების ნაცნობი ხმები :D:D, მე რა შუაში ვარ, პრეზენტაცია როგორი იყო?! :) _ რაც მთავარია, სტუმრებს საელჩოებიდან მოეწონათ და მჭიდრო თანამშრომლობაზე შევთანხმდით. ნოემბერში გაიმართება 'ერთი მსოფლიოს' პირველი ტრენინგი, მონაწილეებს ამის შესახებ წინასწარ შევატყობინებთ.
მგონი, სიმპათიური პრეზენტაცია გამოვიდა... წინ კი დაპირებული ტრენინგები, სემინარები, ექსკურსიები, კულტურული საღამოები და ისე საღამოები გველის. :)