გამარჯობა. :) ელსაბლოგერობასთან ერთად ელსა საქართველოს ახალი პროექტის 'ერთი მსოფლიოს' საორგანიზაციო ჯგუფის წევრიც გახლავართ და მსურს, მოგიყვეთ ყველაფერი იმის შესახებ, თუ როგორ იქმნება პროექტი, როგორ მიდის მოსამზადებელი სამუშაოები, რა საქმეს ვაკეთებთ ჯგუფის წევრები და რითი ვირთობთ თავს, თუ გადავიღალეთ. :) დღეს იყო წევრების პირველი შეკრება სრული შემადგენლობით, ამიტომ დღევანდელი დღით დავიწყებ.. ბატონი ( :) ) ვასილ მანაგაძე, 'ერთი მსოფლიოს' სულისჩამდგმელი ზუკასთან და ჯაბასთან ერთად, გვაცნობდა პროექტის არსს, სტრუქტურას, მოკლედ, ყველაფერს მის შესახებ.
იმდენად საინტერესოდ საუბრობდა ამ ყველაფერზე, რომ მე, ნინო როსტიაშვილი და სოფო რაზმაძე სულგანაბულები ვისხედით, თითქოს ვისმენდით სათავგადასავლო ამბავს და ველოდით, შემდეგ როგორ განვითარდებოდა მოვლენები. :)) გეტყვით, რომ პროექტი უდავოდ მრავალფეროვანია თავისი ოფიციალურ–არაოფიციალური ნაწილებით. პირადად მე, თავიდანვე აღვფრთოვანდი პროექტის იდეით, მაგრამ დეტალებმა უფრო აღმაფრთოვანა! თუმცა ამის აქ დაწერას არ ვაპირებ, მონაწილეები თავად შეიტყობენ ყველაფერს დაწვრილებით.
დავინაწილეთ საქმე, სოფომ facebook ჩაიბარა, მე (ჰო, მართლა, მარი კვერნაძე ვარ ეს 'მე' :) ) _ ბლოგი, ნინოს ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე დაევალა _ ფინანსების მოძიება, თუმცა ამაში მას მთელი ჯგუფი დაეხამარება, განსაკუთრებით კი ამ საქმეში დიდად გამოცდილი ჯაბა ჭლიკაძე, რომელიც უხელმძღვანელებს ყველა სხვა საქმესაც. იკითხავთ, სად არის დანარჩენი ორი უმნიშვნელოვანესი ადამიანი: ვასკა და ზუკა?!! აქ კი, მკითხველო, ისეთი რამე უნდა გითხრათ, რომ ჩვენც არ ვიჯერებდით დილით ელსას კაბინეტში მისულნი :) ვასკასა და ზუკას მოულოდნელად ანაკლიაში მოუხდათ გამგზავრება, სადაც საოცარი მისიით _ საერთაშორისო ბანაკის ლიდერებად _ იქნენ წარგზავნილნი :) 'მოუხდათ' ფარდობითი ცნებაა, რაღა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალდატანება _ არა, მაგრამ იქ წასვლის სურვილი კი დიდი იყო ვასკასა და ზუკას მხრიდან, განსაკუთრებით დიდ იმედებს ისინი ბანაკის წევრ სლოვაკ გოგონებზე ამყარებენ (ვასკა, მითხარი, ყველაფერი დაწერეო, ჰოდა, მეც ვწერ :) ) დამეთანხმებით, მართლაც ძნელია არწასვლა ასეთ დროს :) როცა ვიკითხე, როგორ მოხვდით ამ 'გაუგებრობაში'–მეთქი, ზუკამ მიპასუხა, აგვირჩიეს, როგორც წარმატებული ახალგაზრდებიო (ჰო,ზუსტად ასე მითხრა), ვასკამ კი ირონიულად შენიშნა, ახლა გავიგე, თურმე წარმატებული ახალგაზრდა ვყოფილვარო :)
ასეთი გაცხარებული მუშაობის დროს პროექტის დატოვება,რაც მართალია, მათაც გაუჭირდათ, ამიტომაც იყო, რომ, რომ ვასკა თავად გვთავაზობდა, როცა ჩამოვალთ (ეს კი მთეეელი ორი კვირის მერე მოხდება), როგორც გინდათ, დაგვსაჯეთო, თუმცა გაბრაზებული ჯაბას სახეს ამის მოსმენა კიდევ უფრო მეტ მრისხანებას სძენდა :)) მიუხედავად ამისა, ისინი ანაკლიიდანაც მუდმივად ხაზზე იქნებიან და დაგვეხმარებიან. ასევე, ბანაკშიც აარჩევენ ისეთ უცხოელ ახალგაზრდებს, როგორებიც პროექტს ნამდვილად სჭირდება.
ჩვენთან განშორებით საოცრად დაღვრემილმა (ვასკამ მითხრა მხატვრულადო და მეც ვცდილობ:))) ზუკამ და ვასკამ მძიმედ გაიხურეს (აქაც ვცდილობ) ელსას კაბინეტის კარი და ანაკლიისკენ გასწიეს. მალე სოფომაც დაგვტოვა, სახლში facebook ელოდა ( 'ერთი მსოფლიოს" გევრდს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა:) ). დავრჩით მე, ჯაბა და ნინო, ცოტა კიდევ ვიმსჯელეთ საქმეებზე, ხვალინდელი დღის გეგმა დავსახეთ და ვიგრძენით, რომ დავღლილვართ თურმე :) ცოტა ვიჭორავეთ, ჯაბამ გაგვაოცა თავისი მათემატიკური, იაპონური, ძიუდოისტური და სხვა და სხვა ნიჭით, ოღონდ ამას სრული სერიოზულობით ვამბობ, შემდეგ კი, კინოთეატრში წასვლის იდეა შემოგვთავაზა. შევიტყვეთ რა, რომ ახალი ფილმის _ 'დასაწყისის' ჩევენება ეს–ესაა დაწყებულიყო, მომავალი სეანსი კი 8 სთ–ზე გახლდათ (არ დაგავიწყდეთ, რომ ჯერ სულ რაღაც 5 საათია), სამივეს მწარედ გაგვეცინა და იდეა განუხორციელებლად მივიჩნიეთ. თუმცა, ისევ ჯაბამ იმარჯვა, სამი საათი რა არის, ახალგაზრდა ხალხი ვართო და გადაწყდა 8 საათამდე ცდა. ჰმ, სათქმელად ადვილია, მაგრამ როგორ გინდა ამის მოხერხება ცხელ და თითქმის, ცარეილ თბილისში?! თუმცა, დავტოვეთ ელსას კაბინეტი და დრო სასიამოვნოდ და უცბად გავიდა, ისევ და ისევ ჯაბას დახმარებით :) ყველაფრის მოყოლას არ დავიწყებ, ისედაც გამიგრძელდა სიტყვა, გეტყვით მხოლოდ იმას, რომ 'დასაწყისი' ღირდა ლოდინად! თუ ჯერ არ გინახავთ ეს ფილმი, 'მოსალოცები' ბრძანდებით, როგორც გურამ დოჩანაშვილი იტყოდა :)) მეტს არაფერს გეტყვით და ინტრიგას დაგიტოვებთ, ფილმის რეჟისორ ნოლანის მსგავსად :) ჰო, და რაც მთავარია, განსაკუთრებული მადლობა ჯაბას, როგორც იდეის ავტორსა და დამფინანსებელს. :)
ასე დასრულდა დღე.. იმედია არ მიწყენთ, რომ იმ საღამოსვე ვერ მოვახერხე დაწერა, აი, დღეს კი გწერთ. ჩვენი ამბების შესახებ ზუკა და ვასკაც ბლოგიდან შეიტყობენ და იმედი მაქვს, ცოტათი მაინც მოვენატრებით :) მე კი, გავაგრძელებ 'One World Diary'–ის წერას, მომავალ შეხვედრამდე. :)
Hey :) together with elsa blogers I am one of the members of the oc of a project named "one world and I want to tell you everything about how the project is being created, how do the preparatory work is going on, what are the oc members doing and how are we having fun, while having a brake :). Together we had a meeting with all the oc members so I will begin from today. Mr( :)), the author of the idea, together with zuka and jaba was talking as about the project, its structure and everything about it. He was talking in such an interesting way, me, nini and sofhie had a feeling that we were listening to some adventure story and were waiting what would happen next:). I can tell you that the project is very diverce with its official and non-official parts. Personally I, was very excited with the project, but after hearing the details, I became more excited. But I am not going to talk about it as the participants are going to find out it themselves.
We shared the work, that is to be done. Sophie became responsible for "facebook", I( bye the way, I am Mari Kvernadze) will take care about the blog, nini has to do the most important thing, raise funds for the project! though she will be helped by the whole group, especially Jaba Tchlikadze- very much experienced person in this sphere, who will be the coordinator of the whole OC and will translate my blogs in inglish:)!
Maybe you will ask: where are the other two important persons- Vaska and Zuka?! And here I intend to tell you something, even we could not believe, when we got to the elsa-room. Vaska and Zuka had to go to Anaklia, unexpectedly, where they had an amazing mission, to be the leaders of an international camps. "They had to" is a relative concept, of course, as the were not forced by they had a strong will to go there. They especially had "fate" in Slovak girls, participating in the event(Vaska, you told me to write everything, So I am doing that :) ). I am sure, you will agree, that it is extremely hard NOT to go there:)). When I asked, how did they got into such a "misunderstanding", Zuka replied that they had been elected as a successful youth (yeah, that's exactly the way he answered) and vaska answered with irony that he had not had an idea that he was a successful young man! :))
While working in such a fast rate, leaving the project was very hard for them, that is why Vaska proposed to punish them, after they are back(they will be absent for whooOOoole two weeks) but the furious faces of Jaba's was was getting more furious after hearing that. Though they promised to help us from distant Anaklia, besides they intend to search for suitable foreign people for participating in the project(Jaba is so happy about that :D)
extremely depressed (Vaska told me to be artistic and I am trying to), Zuka and vaska left the office and headed towards Anaklia. Soon Sophie also left as, facebook was waiting for her at home and only me, Nini and Jaba were left. We had a little more conversation about the project, set some plans for tomorrow and felt tired. We also had a little chat, Jaba astonished as with his skills in Japan, math, judo and etc.(I say this in a very serious way) and then proposed an idea to go to cinema.
After finding out, that the film had already started and the next one would be at 8 PM,(don't forget that it's only 5 PM) we laughed and considered the idea as "mission impossible". But it was Jaba again, who was creative and said: three hours is nothing, we are young people!" and waiting was decided. Hm...its easy to say but how are you going to manage that in hot and nearly empty Tbilisi but we left the office and the time was killed in a very pleasant and easy way, AGAIN with the help of Jaba's. I am not going to tell you everything, I can only tell you that, "inceptions" was worth waiting. If you have not yet seen this film, you are to be congratulated, as Guram Dochanashvili would say :)). I will tell nothing else and leave some intrigue, like the director of the film-Christopher Nolan did. yes, and many thanks to jaba, as the author of the idea, as well as the sponsor of the day.
This is how the day ended. I hope, you will not feel offended that I could not write this during the very day.
So, I am writing it now. Zuka and Vaska will also find out about everything from the blog and I hope they will miss us a bit:). As for me, I will continue writing the "one world Diary".
See YA!
ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენებიიი.წარმატებებს გისურვებ dear diary;)მარ, ისე ჯაბას თვისებების აღწერის გარდა(ეჭვი არ მეპარება რომ გადასარევია)OC ის სხვა წევრებზეც დაწვრილებით:P:):):)
ReplyDeleteაქ მგონი ის უნდა დაიწეროს რაც ხდება. ჯაბა აქტუალურია ალბათ ამ დღეებში და ბლოგშიც შესაბამისად ხვდება! ბოლო ბოლო ბორდის წევრი და პროექტის ხელმძღვანელია. როცა მისადმი ინტერესი ამოიწურება, სხვები ალბათ მერე გააქტიურდებიან(ამის დიდი იმედი მაქვს) :
ReplyDeleteჰმ ეს კომენტარი ჯაბას თაყვანისმცემელს ეკუთვნის თუ თვით ჯაბას?:)პროექტის ხელმძღვანელი რომ არის ბევრმა არ იცის ალბათ,მაგრამ ბორდის წევრებს ხომ ყველა იცნობს:)
ReplyDeleteინტრიგააააააა?)))თუ მეჩვენება? არაფერი გამომაპაროთ)) რამოდენიმე დღეა არ მინახიხართ და თუკი მომიყვებით აქ მოკლედ ფრიად ნასიამოვნები დავრჩები)))ჰო და რისი თქმა მინდოდაააა)))ქალბატონი elsablogger-ის მიერ გადმოცემული ინფორმაციებით პირადად მე ნასიამოვნები,კმაყოფილი და მოხიბლული ვარ)))ეხლა თავში არ აგივარდეს))))))))))ვხუმროოობ გკოცნით mp mp mp)))))
ReplyDeletefugengenxolen anonymous abuser, long live Jaba!!!
ReplyDelete+1))))))))
ReplyDelete