Friday, August 13, 2010

One World Diary 4

 სამშაბათია, 10 აგვისტო.. ელსას კაბინეტში საორგანიზაციო ჯგუფის თბილისში დარჩენილი ყველა წევრი ვიყრით თავს. დაცარიელებულ დედაქალაქში სპონსორების ძიებას ჯიუტად ვაგრძელებთ...
   
ჯაბა გამწარებული იღებს მობილურს და ანაკლიაში ბიჭებს ურეკავსგამოვსპონსორდით ამ სპონსორების ძებნაში და თქვენ რას შვრებითო? საქმე იმაშია, რომ ვასკასა და ზუკას იმედი ჰქონდათ, ზოგიერთ მნიშვნელოვან საქმეს იქედანაც მოაგვარებდნენ, თუმცა ინტერნეტის უქონლობის გამო ეს დროულად ვერ მოახერხეს.. :(




 
ისევ ელსას ოთახი...  ამ საუბრის შედეგად და ვასკას მონატრებით  კიდევ უფრო გამწარებული ჯაბა თავისთვის ღიღინებს: ' ვასკიტარიკივასკიტარიკი ვასკირატიკიტაროოოოოო'...
 
ფანჯრიდან თბილისის ხვატისგან გაცოფებული, გაცხელებული ბუზი შემოფრინდება და კედლებს აწყდება... თვალს ვაყოლებ...
 
ამ დროს უნივესიტეტის დერეფანი ახმაურდება და ელსას ოთახში დიმიტრი შემოხმაურდება. :)) მასთან ერთად არის დემეტრეც. ცოტა ხნით ვსაუბრობთ, ვთამაშობთ, შემდეგ კი გოგოები ვტოვებთ კაბინეტს..
   
როგორც ხედავთ, ამ დღეს აღსანიშნავი არაფერი მომხდარა, ამიტომ მინდა, ცოტა რამ ჩვენი გაანაკლიელებული მეგობრების შესახებაც გიამბოთ. :))
 
გავიგე, თურმე, ანაკლია ძალიან შეცვლილაო, გაშენდა და გამშვენდაო, აქ ბუჩქები გაუჩეხავთ და ნაცვლად პალმები დაურგავთო.. ვიმედოვნებ, ასეთ გარემოში დასვენება სასიამოვნოა ბიჭებისთვის. :)) ვასკასა და ზუკას გარდა, იქ ელსას კიდევ ორი წევრი _ თორნიკე და დათო _ იმყოფებიან.
 
რამდენიმე დღის წინ ანაკლიიდან მივიღე ზარი. :) ჩემი დღიურები ბიჭებს ძალიან მოსწონებიათ, ქებაც არ დაიშურეს, რისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას. :) რაც შეეხება ჩემს შენიშვნას სლოვაკ გოგონებზე, ვასკამ ასე უპასუხა, __ რა გოგონები, 12 წლის ბავშვები დაგვხვდნენო. ასეთ შემთხვევაში კი ეროვნებას, მართლაც რომ, მნიშვნელობა არ აქვს. :)) მეც გული მეტკინა მათი იმედების გაცრუების
გამო. :D იმ საღამოს კი ტელევიზორის წინ მჯდომმა, საინფორმაციო გამოშვებაში ანაკლიაზე რეპორტაჟის ხილვისას გაოცება ვერ დავმალე, როცა ზუმბას კონცერტით აღფრთოვანებული მოლდაველი, აშკარად სრულწლოვანი და მშვენიერი გოგონა ემოციებს ვერ ერეოდა. :)) ამას დაემატა ჯაბას სარწმუნო ჩვენებაც, რომ ანაკლიაში არამარტო 12 წლის პატრიოტები  არიან. :) ჰო, თქვენთვის არ მითქვამს, ჯაბა ერთი
ღამით ჩავიდა ანაკლიაში, მართალია, გასართობად და განსატვირთად, თუმცა, როგორც ხედავთ, მსტოვრის ფუნქციაც კარგად შეითავსა :))):)))
   
ჩავფიქრდით, იმდენად არ ემთხვეოდა სხვადასხვა წყაროდან მოწოდებული ინფორმაცია. ბოლოს დავასკვენით, უცხოელი პატრიოტები იმდენად გაპატრიოტებულან და ისე შეჰყვარებიათ ქართული კულტურა, რომ ჩვენი საუკუნოვანი ტრადიციებისამებრ დაუწყიათ ცხოვრება. :)) თქვენ წარმოიდგინეთ და.. მაინც და მაინც ანაკლიაში.. :)):))
 
აჰა, თითქმის მთელი დღიური ზღვისპირა ანაკლიას მივუძღვენი.. ბიჭები მინდა გავამხნევო და ვუთხრა, რომ ჯერ კიდევ არაფერია დაკარგული, 16–მდე დროა.. :))):))):))
ვფიქრობ, თუ აქამდე არ აქტიურობდნენ ბლგოში (შესაძლოა, ამის მიზეზი მხოლოდ უინტერნეტობა იყო ), ახლა უკვე ნამდვილად მოუნდებათ კომენეტარის გაკეთება. ასე რომ, ველი თქვენს შეფასებას. :)) დროებით..


It’s Tuesday, all of the OC members, left in Tbilisi are gathering in ELSA office. We stubbornly continue to search sponsors in empty Tbilisi. Mad Jaba calls the guys in Anaklia:  we have “oversponsored” ourselves and what the heck are you doing? The thing is that Zuka and Vaska hoped to manage some important issues from Anaklia but they failed to do that as they had no internet connection.
ELSA office again. “inspired with the phone call and mad with missing Vaska, Jaba is humming: vaskitariki vaskitariki, vaskitariki taroooo.
Then a fly, gone crazy by the heat, flies in the room…
Suddenly, the university hall makes noise, Dimitry and Demetre( hehee) are coming in. We talked and play a little, and then leave the ofiice.
As you can see, nothing special has happened that day, so I can talk a little about our friends gone “Anaklied”.:)
I have heard that Anaklia has changed a lot, it has more beautul. They have terminated the bushes and planted the palms. I hope boys are pleased with resting in such an environment.
Several days ago I got a call from Anaklia. The boys had read me Diary and seemed to liked it very much, they even praised me, and I am very greatful for that. As for my notice about the Slovak girls, Vaska answered: what kind of girls, only 12 year old children are here. At this point, nationality is not of a great importance J. I was really frustrated about there frustration :D On that very evening, I was sitting in front of the TV and watching a broadcast from Anaklia, where 2 Moldavian girls, amazed with Zumba’s concert were shown. I was shoked. Plus Jaba’s evidence that there were not only 12 year old “patriots” in the campJ. Oh, I forgot to tell you, Jaba went to Anaklia for a night to rest a little, but as you can see he combined the duties of a spy J. We considered the situation as the info gathered from many sourses were too different. In the end we made a conclusion that foreign patriots have “patrioted” so much, that they had began to live with our ancient costumesJ.
Here you go, I have dedicated nearly the whole diary to Anaklia sees side. I want to cheer the boys up and tell them that nothing is lost yet. There IS time till 16.
I think, if they have not been active on the blog(maybe the lack of internet was the reason) now they will definitely want to make a comment. So I am waiting for your ratings J .  See ya!


6 comments:

  1. მარიამ, მინდა გუწრფელი აღტაცება გამოვხატო შენი ჩანაწერების თაობაზე, ძალიან საინტერესო და მხიარული წასაკითხია. შენ გეტყობა ქართულ ლიტერატურაში თემების წერა გეყვარებოდა:))). მხატვრულად და შინაარსობრივად ძალიან დახვეწილია ნაწერები გაქ, ყოველთვის ვხალისობ კითხვისას. უკვე რამდენიმე დღეა რაც ელსას ბლოგზე დიდი საიმოვნებით ვეცნობი ამ დღიურებს :)
    იმედია კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება შენი ნაწერებით და ელსას ბლოგს არ მოაკლდება ერთგული მკითხველი:) ასე რომ так держать !

    ახალი დღიურების მოლოდინში :)

    ReplyDelete
  2. achikoooooo didi madloba!! ar mjera rom amas meubnebi :)) rac shemdzlia,vcdilob :) magram axla cota xnit vtoveb tbiliss da shesabamisad blogsac :(

    ReplyDelete
  3. ალბათ დასვენების შემდეგ კიდევ უფრო ახალი იდეებით და აღდგენილი ძალებით დაუბრუნდები ელსას ბლოგს და კიდე ბევრ საინტერესო დღიურს ჩაწერ. არც ერთი გაზეთი ან ჟურნალი არ იტყოდა უარს შენნაირ ჟურნალისტზე :)) შენი ახალი ჩანაწერების გარეშე ნამდვილად მოიწყენს ბლოგი მაგრამ არა უშავს გავძლებთ ცოტა ხანს :)

    ReplyDelete
  4. achiko axla gacherdi tore martla megoneba rom mekaipebi :D:D:DD:D:D:D madloba :*

    ReplyDelete
  5. gvexerxeba vigac vigaceebs kadrebis archeva=))

    ReplyDelete
  6. es 'vincxa' shemtxvevit vaska ho ar aris? :)):))))

    ReplyDelete