Thursday, September 30, 2010

Diary 7

    დღეს ელსელ ციყვებზე (?) უნდა გიამბოთ. :))უკვე რამდენიმე დღე გავიდა იმ ინგლისურენოვანი საღამოდან, თითქოს, არც ვაპირებდი ამის შესახებ დაწერას, მაგრამ გულმა არ მომითმინა,  თანაც, რამდენიმე ადამიანს მაინც გავახარებ და იმ დღის ჩემეულ ინტერპრეტაციას შემოგთავაზებთ ბლოგის ელ.ფურცლებზე. :)
     18:00 საათზე დაიწყო თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის წლევანდელ კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამოს  ჩვენება დიდ ეკრანზე ( მგონი გაუგებრად დავწერე, მოკლედ, ბანკეტის ვიდეოს ვუყურეთ) :D:D:D პრემიერა გახლდათ,  ადგილები _ შეზღუდული და წინასწარ დაჯავშნული, შეკრებილი საზოგადოება _ ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი, სეანსის ტექნიკური უზრუნველყოფა _ ზუკასი, მაყურებელთა განცდები _ განსხვავებული :)), ზოგისთვის ღიმილთან ერთად სინანულის მომგვრელი, ყველასთვის _ სახალისო. უმეტეს მათგანს ეტყობოდა, რომ ენატრებოდა ის დრო და უკვე ზუსტად ვიცოდით, რომ დღის ბოლოს აუცილებლად შეისმებოდა ტკბილი მოგონებების სადღეგრძელო. :)
     გარშემო უხვად ისმოდა ოპერატორის ქებაცა და აუგიც, თუმცა მან ერთი-ორი შესანიშნავი კადრის დაფიქსირების გამო საყოველთაო მოწონება დაიმსახურა და მაგრადაც გაგვამხიარულა.  :)) ჩვენების მიწურულს გაუშვეს ვიდეო-რგოლი, რომელიც მე, პირადად, ძალიან მომეწონა და საერთოდ, საყვარლობა ბანკეტი იყო, ემოციური, თბილი და მრავალფეროვანი, როგორიც თავად ეს კურსი გახლდათ. :) მეტს აღარ დავწერ, რადგან არამგონია, უფრო საინტერესო წასაკითხი იყოს, ვიდრე თავად ვიდეოა. :)
     ბანკეტსეანსის (:D) დროს ზიზი და მისი მეგობარი ეკა შემოგვიერთდნენ, რომელიც, მართალია, ქართველია, მაგრამ დაბადებიდან გერმანიაში ცხოვრობს, ქართულ ენას ახლა სწავლობს და ჩვენს კულტურასაც თანდათან ეცნობა ( ეს ინფორმაცია ეკას მოსვლისთანავე ოპერატიულად მიიღო და მოგვაწოდა ვასილ მანაგაძემ :)) ), ამიტომ სტუმართან ურთიერთობა ინგლისურად დავიწყეთ და მთელი საღამო ასე გავაგრძელეთ.
    ახლა რომ დავწერო, ვუყურეთ ვიდეოს და შემდეგ დავიშალეთ, სახლებში წავიდ-წამოვედით-მეთქი, არც დამიჯერებთ. რა თქმა უნდა, საღამო გაგრძელდა, როგორც აჩიკო იტყოდა: 'სადღაც უდაბურ და გაუვალ ტყეში, სადაც მტაცებელი ციყვები ბინადრობენ' და როგორც კრისტი _ 'ნაციყვარში' :DD როგორც ჩანს, ვიმედოვნებდით, რომ მიუხედავად შეღამებულისა, ეკა შეიგრძნობდა საქართველოს ბუნების მშვენიერებას :)):)))  უცვლელმა თამადამ და მისმა თანამეინახეებმა გადაწყვიტეს, რომ სტუმრისთვის გაეცნოთ, რა არის ნამდვილი ქართული სუფრა, ეს კი შეუძლებელია მამა-პაპური სადღეგრძელოების გარეშე. მართალია, ჩვენს ბიჭებს საუბარი კარგად და საინტერესოდ გამოსდიოდათ, მაგრამ რომელიღაცა მხრიდან მაინც მომესმა რუსთველის ერთ-ერთი ცნობილი აფორიზმი (აბა, თუ მიხვდებით, რომელი ) :D:D:D. ეკასთვის კი ეს ყველაფერი უცხო და სასიამოვნო მოსასმენი იყო,  ქართულ სიმღერასაც ვაზიარეთ, ის კი არა და 'სხვა საქართველო სად არის' მასთან ერთად შევასრულეთ, ელსას ჰიმნებიც ბოლო ხმაზე ვამღერეთ :))მე და ზიზიმ, ორმა ბითლზმოყვარულმა ადამიანმა ერთმანეთი აღმოვაჩინეთ, 'Hey, Jude'  და სხვა სიმღერები გავიხსენეთ, აქ დაიბადა ზიზის იდეაც ბითლზების საღამოს მოწყობასთან დაკავშირებით!  ცეკვაც მოვასწარით წასვლამდე, განსაკუთრებით ენერგიულად მე, თაკომ და ზუკამ :)).
    გამომშვიდობებისას ეკას უკეთეს საღამოებს დავპირდით, პირადად მე მივესალმები მსგავს ინიციატივას, რადგან იმის გარდა, რომ საყვარელ ადამიანებთან ერთად დრო გავატარე, ინგლისური ენის პრაქტიკაც გამომივიდა. :))
    დღევანდელი დღიური მინდა იმ სიტყვებით დავასრულო, რომელსაც ზუკა მთელი საღამოს განმავლობაში მღეროდა და მეც რატომღაც ამეკვიატა: We are your friends, You'll never be alone again. Ooh... come on! Ooh... come on! _ ეს სიტყვები ეკუთვნის ყველა ელსელს, და არამარტო... :)

Wednesday, September 22, 2010

One World Diary 6

    მოგესალმები, მკითხველო. გამარჯობა, აჩიკო :))):))) ( ეს პარსონალური სალამი არ მიწყინოთ, ამით მინდა გამოვხატო მადლიერება ბლოგის განსაკუთრებით ერთგული მკითხველისა და ჩემი გულშემატკივრის მიმართ), ვაქვეყნებ დღიურს, შეგიძლია, კომპიუტერთან მოკალათდე და კითხვას შეუდგე. :)):)
    მსურს, ჩემი ბოლოდროინდელი პასიურობა შეძლებისდაგვარად გამოვისყიდო და გთავაზობთ დღიურს 'ერთ მსოფლიოზე', ელსაზე, ამა წლის 20 სექტემბერზე... :)
    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო, რაც პირდაპირ აისახა ჩევნს ასოციაციაზეც. ელსას კაბინეტს ხალხმრავლობა დაეტყო. უნივერსიტეტში მოდიან პირველკურსელები, ახალი სახეები, ზოგი_ ცოტა დამფრთხალი,ზოგიც _ ზედმეტად თამამი, აქაოდა დამფრთხალი არა ვარო. :) საყვარლები არიან... მახსენდება საკუთარი თავი ერთი წლის წინ... ისინი ელსას კაბინეტსაც სტუმრობენ ინფორმაციის მისაღებად, ასოციაციაში გასაწევრიანებლად. ჯერ მხოლოდ მეორე დღეა სწავლის დაწყებიდან და ცოტა არ იყოს, სასიამოვნად გაოცებული ვარ ასეთი აქტიურობით. როგორც ვხვდები, ეს მეტწილად ელსა საქართველოს პრეზიდენტის_ ირაკლი სამხარაძის სიტყვით გამოსვლის დამსახურება უნდა იყოს პირველკურსელებთან შეხვედრაზე. სამწუხაროდ, ამ გამოსვლას პირადად ვერ დავესწარი, მაგრამ ბევრი მსმენია კი... :)
    რაც შეეხება ჩვენს პროექტს, 'ერთი მსოფლიო' იწყება! მართლა იწყება! :) აპლიკაციები გაგზავნილია, გასაუბრება _ დაგეგმილი. ვეძებთ საუკეთესოებს, საელჩოებიდან ასევე საუკეთესო უცხოელ ახალგაზრდებს გამოგვიგზავნიან. ამ ფაქტს საორგანიზაციო ჯგუფის წევრები აღვნიშნავთ. ერთად ყოფნით უზომოდ გამხიარულებულნი რას აღარ ვაკეთებთ, პირდაპირ საოცრებებს ჩავდივართ! აი, მაგალითად, სულ რაღაც ნახევარ საათში და ბარიდან გაუსვლელად მივდივართ ანაკლიაში ( ამ ანაკლიას ჰო ვერსად გავექეცით :D ), იქ დავყოფთ ერთ კვირას და კვლავ თბილისს ვუბრუნდებით, :)):)) ზუკას კი ასე ნამგზავრსა და შექეიფიანებულს ვუშვებთ ინგლისურის მასწავლებელთან. :)):))
 

     ალბათ, გსმენიათ ე.წ. Elsa spirit- ის შესახებ. ის ყოველთვის არსებობს ელსაში და მის წევრებს შორის, თუმცა ზოგჯერ განსაკუთრებით დიდი დოზით ელსა-ემოცია და ელსა-სითბო გროვდება... ასე იყო 20 სექტემბრის საღამოსაც. ეს დღე მხოლოდ იმით არ გახდა აღსანიშნავი, რომ ჩვენს უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო. ვასკას, ჩვეულებრივ, რაღაც კარგის გაკეთება მოუნდა, :) გადარეკა, გადმორეკა, მიწერა, მოწერა და ელსელებიც შევიკრიბეთ. რა თქმა უნდა, სრულად _ ვერა, მაგრამ ბევრმა მოიყარა თავი ირაკლისთან. ყველაფერი აბსოლუტურად დაუგეგმავად მოხდა, მოკლედ, საღამო-ექსპრომტი შედგა!
    ყველა სადღეგრძელოში თუ მის გარეშე გამოხატავდა თავის სითბოსა და სიყვარულს ერთმანეთის მიმართ, მე კი არც სადღეგრძელოს თქმა მეხერხება და არც _ ხატოვნად ლაპარაკი. მაშინ მითხრეს, რომ, რასაც ვგრძნობდი, უნდა დამეწერა... არ ვიცი, როგორ გამომივა, მაგრამ მეც უნდა დავწერო... უკვე სტაჟიანი ( :) ) ელსელებისთვის, შესაძლოა, ეს ერთი ჩვეულებრივი შეკრება იყო, მაგრამ მე შედარებით ახალი ვარ და ჩემი ემოციურობა უნდა გაიგოთ. :) Elsa spirit-ის დასახასიათებლად სიტყვები არ მყოფნის, არც ეს კლავიატურა მყოფნის. ამას ვერ ახსნი, Elsa spirit თავად უნდა შეიგრძნო. ახალგაზრდა იურისტებს გაგვიმართლა, რომ ამის შესაძლებლობა გვაქვს. ვუსმენდი და ვუცქერდი ამ ადამინებს, ვგრძნობდი, როგორ მიყვარს ისინი. მე მათგან ვსწავლობ, როგორ ისწავლო და იმავდროულად, ბოლომდე გაერთო, როგორ აკეთო საქმე და მიაღწიო წარმატებას,  როგორ გიყვარდეს და დაეხმარო, როგორ დაიმსახურო  და მოიპოვო ნდობა, კეთილგანწყობა... ისინი მაქსიმალურს იღებენ ცხოვრებისგან და მაქსიმალურად იხარჯებიან... აკი, ვთქვი, სიტყვები არ მყოფნის-მეთქი, აქ უნდა დავასრულო... უბრალოდ, იმის თქმა მსურდა, რომ ელსა ჩემი ცხოვრების ნაწილია, ელსელები _ ჩემთვის საყვარელი ადამიანები. :)
      'ერთი მსოფლიოს'  ახალი ამბებით დაგიბრუნდებით, დროებით. :*

Sunday, September 5, 2010

One World Diary 5

  როგორც იქნა, დავუბრუნდი 'ერთი მსოფლიოს' დღიურის ელექტრონულ ფურცლებსა და თქვენ, ჩემო ტკბილო მკითხველო! :)) პირველ რიგში, ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რომ ასე მოულოდნელად, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შეწყდა ახალი დღიურების განთავსება ბლოგზე. ჩემი ბოლო ჩანაწერი გატყობინებდათ, რომ გარკვეული დროით ვერ მოვახერხებდი წერას, რადგან მე (როგორც ზუკა იტყოდა, One world Mose writer-i :D) დროებით ვტოვებდი თბილისს, საორგანიზაციო ჯგუფის სხვა წევრებიც ისვენებდნენ. თუმცა იმის გამო, რომ ჯაბამ ჩემი თხოვნა ჩანაწერის ბლოგზე განთავსების შესახებ არ/ვერ შეასრულა, დღიურმა ინტერნეტ-სინათლე ვერ იხილა, ახლა კი მისი გამოქვეყნება სრულ უაზრობად მიმაჩნია.:)
   1 სექტემბერს 'ერთი მსოფლიოს' საორგანიზაციო ჯგუფი ანახლებს მუშაობას, ანახლებს ენერგიულად, იმედებითა და ახალი იდეებით სავსე. :) მე, თაკომ და ნინიმ, როგორც იქნა, ვიხილეთ მონატრებული ზუკა და ვასკა. სოფო ბათუმშია და 2 სექტემბერს თავის დაბადების დღესაც იქ აღნიშნავს, დღიურის ფურცლებიდან კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო მთელი ჯგუფის სახელით. :)
   მსოფლიო კრიზისისა და ცხელი ზაფხულის პირობებში ძნელი აღმოჩნდა მუშაობა. გარკვეული ფინანსური პრობლემების გამო პროექტის უშუალოდ დაწყება გარკვეული დროით გადაიდო, თუმცა, ლოდინი დიდი ხნით არ მოგიწევთ.
   საორგანიზაციო ჯგუფის თითოეულმა წევრმა მივიღეთ ახალი დავალებები, ვასკას დასვენებულ თავში ახალი იდეები მოდის და მოდის :)) ამის შესახებ შემდეგ დღიურში მოგიყვებით. დღეს კი დაგემშვიდობებით, დროებით. :)